"ავერსმა" და ოლიმპიურმა კომიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს | საქართველოს ამბები | ||
ფარმაცეპტულმა კომპანიამ "ავერსმა" მემორანდუმი გააფორმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან. მემორანდუმის თანახმად, ავერსი თავის თავზე იღებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრებისა და სპორტის ვეტერანების უფასო სამედიცინო მომსახურეობის უზრონველყოფას და მათ უფასოდ მიაწოდებს მედიკამეტებს. პირველად მემორანდუმი გაფორმებული იქნა 2009 წლის 19 თებერვალს, და მას შემდეგ სამედიცინო მომსახურეობით 7648 ჯერ ისარგებლეს სპორტსმენებმა, რამაც შეადგინა 235 504 ლარი, ასევე მიიღეს 108 445 ლარის ღირებულების მედიკამენტები. დღეს მემორანდუმი იქნა განახლებული. ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო კომპანია ავერსის მეპატრონემ პაატა კურტანიძემ, ეროვნული ოლიმპიადის კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცლიშვილმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერმა,სპორტის ვეტერანებმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1019.html
| |||
განათავსა - Legatuss | 28 იან. 2011, 19:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.