აშშ-ის ახალი კომპიუტერული სისტემა ავტომატურად ანეიტრალებს ჰაკერთა თავდასხმებს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ის მთავრობა იწყებს კომპიუტერული სისტემის ექსპლუატაციას, რომელსაც უნარი აქვს, ავტომატურ რეჟიმში გაანეიტრალოს ჰაკერთა თავდასხმები. ამის შესახებ გუშინ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ჯანეტ ნაპოლიტანომ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ამერიკული ადმინისტრაცია „განაგრძობს შემუშავებას და დაიწყებს ექსპლუატაციას“ კომპიუტერული სისტემისა კოდური სახელწოდებით „ეინშტეინ-3“, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს უნარს მისცემს, ავტომატურად გამოავლინოს და გაანეიტრალოს მავნე საქმიანობა კიბერსივრცეში. სისტემის შესახებ სხვა დეტალებზე ნაპოლიტანოს არ უსაუბრია. მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ფედერალური მთავრობა ასევე „დაასრულებს შემუშავებას და დანერგავს“ სხვა კომპიუტერულ სისტემას, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „ეინშტეინ-2“. ამ სისტემის ფუნქცია კიბერსივრცეში „საფრთხეთა გამოვლენა“ იქნება, აღნიშნა ნაპოლიტანომ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1018.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 იან. 2011, 17:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.