Film New Europe-მა საქართველოსთვის სპეციალური საიტი მოამზადა | საქართველოს ამბები | ||
ასოციაცია Film New Europe-მა საქართველოსთვის სპეციალური საიტი მოამზადა, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ქართული კინემატოგრაფის ისტორიაზე, მის აწმყოზე, ქართული ფილმების წარმატებებზე. როგორც კავკაზ-პრესს ეროვნულ კინოცენტრში შეატყობინეს, დაინტერესებული პირები შეძლებენ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას წარმოებაში გაშვებულ ფილმებზეც, ასევე იმ აქტუალურ მოვლენებზე, რომლებიც ქართულ კინოსექტორში მიმდინარეობს. 2010 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი გახდა წევრი ასოციაცია Film New Europe-ისა, რომელსაც ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ინტერნეტ-გამოცემა www.filmneweurope.com. მისი მიზანია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების აუდიო და ვიზუალური ინდუსტრიის პოპულარიზაცია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1015.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 იან. 2011, 15:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.