7 თებერვალს ლტოლვილები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მოაწყობენ | საქართველოს ამბები | ||
7 თებერვალს ლტოლვილები მასშტაბური საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ. ამის შესახებ დღეს პარლამენტის წინ ლტოლვილთა საინფორმაციო მიტინგზე გახდა ცნობილი. აქციაზე ლტოლვილებმა უნდა გამოხატონ პროტესტი ხელისუფლებათა პოლიტიკის, კერძოდ კი თბილისიდან მათი რეგიონებში მასიური გადასახლების თაობაზე. ლტოვილებმა უკვე დაიწყეს უცხოურ სახელმწიფოების საელჩოებში მიმართვა თავშესაფრის უზრუნველყოფის თხოვნით. ამ დროისათვის მათ მიერ განაცხადებია შეტანილი გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებში. 2 თევერვალს ისინი განაცხადს აშშ-ის საელჩოშიც შეიტანენ. ლტოლვილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები 31 იავნრიდან აპირებენ, მოინახულონ ის რეგიონები, სადაც ლტოვილები გადაასახლეს და მათ მდგომარეობას გაეცნონ. 2 თებერვლიდან კი პარლამენტის წინ მორიგი აქცია გაიმართება. რაც შეეხება 7 თებერვლის მასშტაბურ აქციას, მისი ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შესაძლოა მათ რეგიონებში გადასახლებული ლტოლვილებიც შემოუერთდებიან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1014.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 იან. 2011, 15:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.