რუსულენოვანი რადიო „BBC“-ის ქართული ბიურო არ დაიხურება | მსოფლიოს ამბები | ||
ინფორმაცია რუსულენოვანი რადიო „BBC“-ის ქართული ბიუროს დახურვის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის თაობაზე „Грузия Online“-ს რუსულენოვანი რადიო „BBC“-ის ქართველმა კორესპონდენტმა ნინა ახმეტელმა შეატყობინა. გუშინ ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ ხუთი ენობრივი სერვისის სრული დახურვის შესახებ განაცხადა: არსებობას შეწყვეტენ სამსახურები მაკედონიურ, ალბანურ, სერბულ ენებზე, ინგლისური მაუწყებლობა კარიბის ბასეინის ქვეყნებში და პორტუგალიური მაუწყებლობა აფრიკაში. პოზიცათა 70 შემცირება სწორედ ამ ხუთ ქვედანაყოფზე მოდის. როგორც „Эхо Москвы“ იტყობინება, 2011 წლის აპრილიდან რუსულენოვანი რადიო “BBC“ ეთერში აღარ გავა. ეს კეთდება ოპტიმიზაციის ფარგლებში, რომელიც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ იძულებულია მიაღწიოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ფინანსირების შეწყვეტის შემდეგ, ნათქვამია BBC-ის შეტყობინებაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1012.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 იან. 2011, 13:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.