| ჯოზეფ ბაიდენი კვლავ ობამას „მეწყვილე“ გახდება | | მსოფლიოს ამბები |
2012 წელს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კვლავ ბარაქ ობამას „მეწყვილე“ გახდება.
„პრეზიდენტმა თავის „მეწყვილედ“ ყოფნა საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარების მიზნით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შემომთავაზა და მე დავთანხმდი“, - განუცხადა ბაიდენმა ტელეკომპანია PBS-ს.
ბაიდენის თქმით, მისი ობამასთან ურთიერთობა აბსოლუტურ ნდობაზეა დამყარებული.
„ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის მიღება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია“, - აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა.
მიუხედავად ამისა, თავად ობამას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია. თუმცა, დამკვირვებელთა აზრით, თეთრ სახლში ბოლო დროს მიმდინარე გადაადგილებები მოწმობს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი იყრის კენჭს.
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1005.html
|
განათავსა - Drakula | 28 იან. 2011, 10:23 | ახალი ამბები »
|
|
|
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.