საქართველოს ხელისუფლება ინვესტიციების გაზრდას იმედოვნებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მოლოდინისა გაიზარდოს უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მილიარდ დოლარამდე 2010 წელში, 2009 წლის მესამე კვარტალში შემოსავლებმა შეადგინა მხოლოდ 443 მილიონი დოლარი. ამ წარუმატებლობამ ვერ შეცვალა ქვეყნის ხელისუფლების ოპტიმიზმი 2011 წლის ინვესტიციების პროგნოზთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მომდევნო წელს ინვესტიციები ქვეყანაში შეადგენს მილიარდ დოლარს. ამასთან დაკავშირებით ეკონიმიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი მატკავამ განაცხადა, რომ მოსალოდნელია მკვეთრი მატება ქვეყნის ეკონომიკაში 2011 წლამდე. მატკავამ, რომელსაც მანამდე საინვესტიციო სააგენტოს უფროსის პოსტი ეკავა, აღნიშნა, რომ საქართველოს არ დაუკარგავს ინვესტიციების მიზიდვის პოტენციალი. თუმცა მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისი გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ასევე აღნიშნა, რომ 2010 წელი იყო საკმაოდ რთული საქართველოსთვის ინვესტიციების მხრივ. "გადაჭარბებული ოპტიმიზმის მიზეზი არ არსებობს არც მომავალი წლისთვის, მაგრამ 2011 წლის გაზაფხულს, ჩვენ ველოდებით სიტუაციიის მკვეთრ გაუმჯობესებას."-აღნიშნა მატკავამ. ამ შემთხვევაში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არ უთქვამს რა ფაქტორები გამოიწვევს ინვესტიციების ზრდას. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ხელისუფლების გეგმები მილიარდდოლარიან ინვესტიციებზე რეალური პერსპექტივას წარმოადგენს. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიტიურ სახის შექმნას მსოფლიოში და გლობალური ეკონომიკის გაუმჯობესებას. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1000.html
| |||
განათავსა - Legatuss | 27 იან. 2011, 17:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.