ინფორმაციის თავისუფლების ფრანგულმა ეროვნულმა კომისიამ (Commission nationale de l'informatique et des libertés, CNIL) კორპორაცია Google სერვის Google Street View - სათვის მონაცემთა არასანქცირებული შეგროვებისათვის 100 ათასი ევროს ოდენობის რეკორდული თანხით დააჯარიმა. ამის შესახებ იტყობინება AFP.
უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ ლტოლვილთა 22 ათას ოჯახს საცხოვრებელი ბინა დაუკანონა, ხოლო 5 ათასმა ოჯახმა კონპესაცია მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.
სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ წარმოადგინა წიგნი „ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივი ჩართვის ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“, რომლის ინიციატივაც მოცემულ კომიტეტს ეკუთვნის. პროექტი პარლამენტის სპიკერის დავით ბაქრაძის პატრონაჟით განხორციელდა.
ამ დროისათვის, მთელ საქართველოში 621 928 საკვები ვაუჩერი არის დარიგებული. ამის შესახებ, ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამტკიცებს, რომ „საქართველოში არაა მონოპოლიზაცია და პროტექციონიზმი“. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში მოქმედებათა სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით გამოსვლის მსვლელობაში განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ალგეთის პოლიგონის გადასაღებად ჟურნალისტები მოიწვია, რომლებსაც შესაძებლობა ექნებათ დარწმუნდნენ, რომ რეზერვისტების საწვრთვენი გაკვეთილები პოლიგონიდან 15 კილომენტრში არსებულ 6-ე საუკუნის ძეგლს-დავით გარეჯს ზიანს არ აყენებს.