ლტოლვილები ფულადი კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, მათ პარლამენტის წინ აქცია მოაწყვეს. "სახალხო საბჭოს" წარმომადგენლის ლაშა ჩხარტოშვილის განცხადებით, ეს აქცია იმ გამოსვლების ციკლის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც სიმბოლურად "სააკაშვილის ხელისუფელება-ხალხის წინააღამდეგ" ეწოდება.
საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთერთ ყველაზე მწეველ ქვეყანად ითვლება და ამ მოსაზრებას კიდევ ერთი გამოკვლევა ადასტურებს. ეს უკანასკნელი ეხებოდა იმას, თუ რამდენადაა გადატვირთული სხვადასხვა ქვეყნის კაფეები, რესტორნები და ბარები ნიკოტინით.
ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსი და პიცუნდისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სრული ტიტულით პირველად მოიხსენია.
მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გამოყოფილი 150 მლნ ლარი 70 პროექტზე გადანაწილდება. ამის შესახებ 23 მარტს პარლამენტში დებატებზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა.
საქართველოს ფიფნსთა მინისტრი განაგრძობს შეხვედრებს უცხოელ ინვესტორებთან. ამ მიზნით კახა ბაინდურაშვილი გაემართა დიდ ბრიტანეთში, როგორც იტყობინება ფინანსთა სამინისტრო.
დღეს, 24 მარტს, თბილისში საზეიმოდ გაიმართება სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის პრეზენტაცია, რომელიც პროგრამა „დემოკრატია იწყება შენგან“-ის ფარგლებში შეიქმნა.
ახმეტაში ადგილობრივი საავადმყოფოს პრეზენტაციას შედგა, რომლეშიც მონაწილეობა გერმანიის ელჩმა ორტვილ ხენიგმა მიიღო. პროექტი გერმანიის ხელისუფლებამ და გერმანულმა World Vision-მა დააფინანსა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ხორბლისა და პურის ფასის სტაბილურობის მთავარ გარანტად ხორბლი ბეღელის მშნებლობას მიიჩნევს. ერთერთი ელევატორი ფოტის პორტთან ახლოს განთავსდება.
საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორის დევიდ სმიტის აზრით"რუსეთი საქართველოსგან კაპიტულაციას ითხოვს". ამის შესახებ დღეს, თბილისში ნატოს საპარლამენტო ანსამბლიის სემინარის "როუზ როსის" ფარგლებში გამოსვლისას საქართველოს სპიკერის დავით ბაქრაძის განცხადებაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.