aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს Business & Economics  Business & Economics 
შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ დღეს, 7 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამოქმედდება დაბეგვრის ორი მოდელი. პირველით ის მეწარმეები ისარგებლებენ, რომლებიც არა იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების მომსახურებით არიან დაკავებულები. მათ იურიდიული პირებისთვის ჩეკების გამოწერა არ მოუწევთ. გადახდის ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში მათთვის საკასო აპარატის არსებობა სავალდებულო არ იქნება, ისინი დაიბეგრებიან ფიქსირებული გადასახადით თვეში ან კვარტალში. ამ მოდელის გამოყენებას შეძლებენ პატარა სადალაქოები, საცხობები და ა. შ.



მეორე მოდელი იმ მეწარმეებზეა გათვლილი, რომლებიც ვაჭრობით არიან დაკავებულები. როგორც ებანოიძემ თქვა, მათთვის ბრუნვის 3 %-ის ოდენობის გადასახადი იქნება შემოთავაზებული. პირველი მოდელისაგან განსხვავებით, მეწარმეთა ამ კატეგორიისთვის საკასო აპარატის სავალდებულოა, თუმცა ისინი ბუხჰალტრული დოკუმენაციის წარმოებისაგან გათავისუფლებულები იქნებიან.


ებანოიძის თქმით, მეწარმეთა ორივე კატეგორია კიდევ ერთი შეღავათით ისარგებლებს. კერძოდ, გაუქმდება 100 ათასი ლარის ზღვარი დღგ-ის გამოსათვლელად.


„დაბეგვრის ალტერნატიული ფორმები მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. შესწორებები საგადასახადო კოდექსში უკვე ინიცირებულია პარლამენტში“, - განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4097.html
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:25 | News »
 

"ეკონომიკა: შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian