რა საშუალებებით შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა
კომფორტული გარემო საკუთარ ბინაში, არის არამარტო კარგი ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და კარგი რემონტი, ასევე, კომფორტის განუყოფელი ნაწილია ბინის გათბობის და გაგრილების საშუალებებით უზრუნველყოფა. რა შეედრება კომფორტით ბინას, როცა გარეთ სიცივეა და ბინაში შესვლისას სასიამოვნო სითბო ტრიალებს, ან პირიქით გარეთ ზაფხულის სიცხეა და ბინაში კი დამამშვიდებელი სიგრილე.
გათბობა:
თუ რა საშუალებებით გავათბობთ ჩვენს ბინას, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პიველი არის ფინანსური მხარე. როცა ფინანსურ მხარეზე ვლაპარაკობთ აუცილებელია ორი მომენტის გათვალისწინება: რა ხარჯებს გავიღებთ გამათბობელი მოწყობილობის შეძენაზე და მეორე, ყოველთვიურად რა თანხა დაგვიჯდება შეძენილი მოწყობილობით სახლის გათბობა;
1. მოწყობილობის ფასის მიხედვით, ყველაზე იაფი გამათბობლების რიცხვს მიეკუთვნება ოთახის ელექტრო, ანუ
დენზე მომუშავე გამათბობლები.
ასეთი გამათბობლების დიდ პლუსს წარმოადგენს მონტაჟის იოლი მეთოდი. ზოდი მათგანი ადვილად მაგრდება კედელზე, ზედმეტი მტვერის და ხმაურის გარეშე (მაგალითად ფრანგული ფირმის ატლანტიკის ელექტრო გამათბობლები), ან პირდაპირ იდგმება იატაკზე (იგივე ატლანტიკის ფირმის და აუქსის ბრენდის ელექტრო გამათბობლები).
მონტაჟი არ ითხოვს დიდ კვალიფიკაციას და უმეტეს შემთხვევაში, შეძენილი მოწყობილობა მხოლოდ დენში ჩართვას ითხოვს.
ელექტრო გამათბობლების დადებით მხარეს წარმოადგენს ეკოლოგიური სისუთავე, ანუ საწვავი ბუნებრივი აირის, ან ნამწვი აირების არ არსებობა.
უარყოითი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ საოჯახო ელექტრო გამათბობლების სიმძლავრე შეზღუდულია 1.0 - 2.5 კილოვატით, რის გამოც მისი საშუალებით უმეტეს შემთხვევაში ერთი ოთახის გათბობა შეიძლება, შესაბამისად მთელი ბინის ნორმალურად (სტანდარტის მიხედვით) გათბობისათვის საჭირო ხდება რამოდენიმე ასეთი მოწყობილობის შეძენა. ეს კი ეჭვქვეშ აყენებს ასეთი მეთოდით გათბობის სიიაფეს. ანუ თუ მაგალითისთვის სამი ასეთი გამათბობელი დაგვჭირდა, შესაძენი მოყობილობებში უკვე 300-დან 400 ლარამდე თანხის გადახდა მოგვიხდება.
მეორე უარყოფითი მომენტი არის ბუნებრივ აირთან შედარებით ელექტროენერგიის სიძვირე. მაგალითისთვის 3-4 ოთახიანი ბინის გათბობა ტიპიურ შემთხვევაში საჭიროებს 5-8 კილოვატსაათ ენერგიას. ამ ენერგიის მიღება დღევანდელ პირობებში საჭიროებს საათში 0.3 – 0.45 ლარი ღირებულების ბუნებრივ აირს, მაშინ როცა, ელექტროენერგიით იგივე ენერგიის მიღება საათში დაგვიჯდება 0.85 – 1.36 ლარი. ციფრები მიახლოებულია რადგან ყველაფერი დამოკიდებულია გასათბობი ბინის ტემპერატურულ დანაკარგებზე, ელექტროენერგიის ფასის ლიმიტზე და სხვა ფაქტორებზე, მაგრამ ეს ციფრები წარმოდგენას მაინც ქმნის, თუ რა დამატებითი ხარჯების გაწევა მოგვიწევს ყოველთვიურად, გათბობის სეზონის განმავლობაში, ელექტრო გამათბობლების შემთხვევაში.
2. მოწყობილობის ფასის მიხედვით, მეორე ადგილზე არის ოთახის
გაზზე მომუშავე გამათბობლები.
ასეთი გამათბობლების დადებითი მხარე არის იგივე, მონტაჟის იოლი მეთოდი, მართალია, არა ისეთი იოლი როგორც დენის გამათბობლების შემთხვევაში, მაგრამ მაინც. ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლების მონტაჟს 30 წუთიდან ერთ საათამდე დრო სჭირდება, მონტაჟის პროცესი არ არის შემაწუხებელი და არ მოითხოვს ოჯახის ცხოვრების მიმდინარე რიტმის შეცვლას.
ამ გამათბობლების დადებითი მხარე არის შედარებით დიდი სიმძლავრის მოწყობილობების არსებობა (მაგალითად, არგენტინული გამათბობლები ლონგვი და ესკაბე. ხშირ შემთხვევაში ტიპიური ბინის გათბობისთვის საკმარისია ერთი გამათბობელი, შესაბამისად მის შესაძენად საჭირო თანხა მერყეობს 370-დან 650-ლარამდე. თუ აქვე გავითვალისწინებთ იმ ეკონომიას, რომელსაც ყოველთვიურად ვიღებთ ბუნებრივი აირის სიიაფის გამო ელექტროენერგიის საფასურთან შედარებით, თამამად შეიძლება ითქვას რომ ბინის ამ მეთოდით გათბობა, დღევანდელ პირობებში, ყველაზე იაფია.
ოთახის გაზზე მომუშავე გამათბობლების მინუსი არის ის, რომ ერთჯერადი ხარჯი მოწყობილობის შეძენაზე და მონტაჟზე შედარებით დიდია ვიდრე ელექტრო გამათბობლების შემთხვევაში.
უარყოფითი მომენტია, ასევე, ის ფაქტი რომ საწვავად გამოიყენება ბუნებრივი აირი, მაგრამ გამათბობლების ლონგვის და ესკაბეს წვის კამერა არის გერმეტიული და ბუნებრივი აირის წვის პროდუქტებს ოთახის ჰაერთან შეხება არ აქვს. წვის შემდეგ ნამწვი აირი პირდაპირ გარეთ გაიტყორცნება. არც წვისთვის საჭირო ჟანგბადის მოხმარება არ ხდება ოთახებიდან. ჟანგნბადის აღებაც გარედან ხდება ორმაგი მილის საშუალებით, რომელთგან ერთში გარედან შემოდის ჟანგბადი, მეორეთი გარეთ გადის ნამწვი აირები. ამრიგად ოთახში გვაქვს ეფექტური გამათბობელი, რომლის წვის კამერაც მთლიანად იზოლირებულია ოთახისაგან.
სხვა ტიპის, ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლების მონტაჟი შეიცავს დიდ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გაზის და ელექტრო გამათბობლების უარყოფით თვისებად შეიძლება ჩავთვალოთ ტემპერატურის არათანაბარი განაწილება ბინის ფარგლებში. ტემპერატურა გამათბობლის ახლოს და იმ ოთახში, რომელშიც გამათბობელი დგას, მაღალია ვიდრე საშუალო ტემპერატურა მთელ სახლში.
3. ფასის მიხედვით მესამე ადგილზე არის
გათბობის ავტონომიური სისტემის მოწყობა ბინაში რადიატორებით და გამათბობელი ქვაბით.
ფასში სხვაობა მნიშვნელოვანია ოთახის გაზის და ელექტრო გამათბობლების ფასთან შედარებით, მაგრამ სხვაობა კომფორტის თვალსაზრისით ძალიან დიდია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტიპიური ბინის გათბობის სისტემის მოწყობის ღირებულება მერყეობს ბინის ღირებულების 4 – 6 კვადრატული მეტრი ფართის ღირებულების ფარგლებში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალზე იაფი და ეფექტური საშუალებაა ჩვენს ბინაში კომფორტის შესაქმნელად.
უკვე წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც გათბობის ინდივიდუალური სისტემის (ზოგი მას შეცდომით ცენტრალური გათბობის სისტემას უწოდებს) მოწყობა ითხოვდა კვირეების განმავლობაში ხმაურიან, მტვრიან, შედუღების კვამლიან, და ოჯახისთვის მომქანცველ სამუშაოებს. თანამედროვე გათბობის სისტემის მონტაჟი ითხოვს რამდენიმე ნახვრეტის შესრულებას კედლებში, სრულდება პოლიპროპილენის სუფთა მილების მონტაჟით, არ ტოვებს სამუშაო ნარჩენებს ბინაში და უმეტეს შემთხვევაში მთავრდება 2 - 4 დღეში. სამუშაოების დასრულებისთანავე სისტემა ჩართულია და ფუნქციონირებს. არ არის შემაწუხებელი მეზობლებისთვის. ამ პროცესისგან გამოწვეული დისკომფორტი დაახლოებით იგივეა, რაც სახლში ახალი ავეჯის შეძენის და მოწყობის დროს. სისტემის მონტაჟი თავისუფლად ხდება, როგორც რემონტის მიმდინარეობის დროს, ასევე მაღალ დონეზე გარემონტებულ ბინაშიც.
გათბობის ავტონომიური სისტემის პირველი დადებითი მხარეა ტემპერატურის თანაბარი განაწილება მთელი ბინის ფარგლებში. ბინის მთელ პერიმეტრზე, ძირითადად ფანჯრებთან განლაგებული რადიატორები ქმნიან სითბოს ფარდას, შედეგად ფანჯრებიც არ იორთქლება და ტემპერატურაც მთელ ბინაში თანაბარია. თბება სააბაზანოც.
ასეთი სისტემები ეკოლოგიურია. მიუხედავად იმისა რომ საწვავად აქაც ბუნებრივი აირი გამოიყენება, გათბობის ქვაბი (ჩვენს შემთხვევაში იტალიური არისტონის ბრენდის გათბობის ქვაბი) შედგება გარეთა და შიგა კამერისაგან. შიგა წვის კამერა მთლიანად გერმეტულია და იზოლირებულია ოთახისაგან. ეკოლოგიურია ასევე რადიატორების დაბალი ტემპერატურა. ოთახის სხვა გამათბობლებს აქვთ კორპუსის ზედაპირის მაღალი ტემპერატურა, ეს იწვევს მტვერის ნაწილაკების წვას, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. გათბობის ავტონომიური სისტემის რადიატორების ტემპერატურა კი (დაახლოებით 60 - 65 გრადუსი ცელსიუსით) ასეთ წვას არ იწვევს, შესაბამისად ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
დადებითი მხარეა ისიც, რომ სისტემა მუშაობს უხმაუროდ, არისტონის გათბობის ქვაბები გამოირჩევა ხმაურის ძალზე დაბალი კოეფიციენტით. ეს ქვაბები გამოირჩევა ასევე, ეკონომიურობით. ერთია ეკონომია დენთან შედარებით, ბუნებრივი აირის სიიაფის ხარჯზე. ამას ემატება გათბობის ქვაბის მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი. ბუნებრივი აირის წვის შედეგად მიღებული თითქმის მთელი სითბო რჩება ბინაში და არ გადის გარემოში. ჯამში ეკონომია იმდენად შესამჩნევია, რომ სისტემა, მონტაჟზე გაწეულ ხარჯებს ამართლებს სამ-ოთხ წელიწადში.
გათბობის ავტონომიური სისტემის ყველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ სისტემა არ ითხოვს ადამიანის ყურადღებას და კონტროლს. ქვაბები არის მთლიანად ავტომატიზირებული და დაცული მრავალი საიმედო დაცვის კვანძებით. სისტემის მონტაჟის შემდეგ, მომხმარებელს ფაქტიურად, ქვაბთან შეხება აქვს გათბობის ჩასართავად, გათბობის სეზონის დასაწყისში, და გამოსართავად გათბობის სეზონის ბოლოს.
და, კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ცხელი წყლის არსებობა. გამათბობელი ქვაბი აღჭურვილია წყლის ორი კონტურით, ერთი გათბობის სისტემისთვის, მეორე სანიტარული ცხელი წყლისთვის სააბაზანოში და სამზარეულოში. რაც ასევე თანხის ეკონმიას იძლევა, რადგან აღარ გვჭირდება წყლის გამაცხელებელი დამატებითი მოწყობილობის შეძენა და მონტაჟი.
ჩამოთვლილი გათბობის შესაძლო ვარიანტებიდან ყველა იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენს ბინაში შევქმნათ კარგი კომფორტული და თბილი გარემო, კონკრეტულად რომელი მეთოდით გავათბობთ სახლს, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული მაგრამ, წაგებული არცერთი ვარიანტის არჩევისას არ დავრჩებით,
იმიტომ, რომ სითბო კომფორტია, კომფორტი – ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა კი ბედნიერება.
იცხოვრეთ სითბოში!