| ნათელაშვილი: მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას 9 პარტია უერთდება | | საქართველოს ამბები |
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას 9 ოპოზიციური პარტია უერთდება. როგორც დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დოკუმენტს ხელი მოაწერა პირადად მან, ასევე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელმა კახა კუკავამ, „თეთრების“ მოძრაობის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილმაძემ, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა სერგო ჯავახაძემ, სოციალურ-დემოკრატიულ პარტიის ხელმძღავნელმა გიორგი ჟორჟოლიანმა და ლევან გაჩეჩილაძემ.
|
განათავსა - Drakula | 08 აგვ. 2011, 20:13 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველოს სსს: რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ არის მიმართული | | საქართველოს ამბები |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-3 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „2011 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ღია და მსხვილმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. სამწუხაროდ, აგვისტოს ომის მესამე წლისთავზე რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტექსტში აღინიშნება, რომ „საბჭოთა კავშირის დაცემისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რუსეთის ფედერაცია თანამიმდევრულად და მიზანმიმართულად ებრძვის დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს“.
|
განათავსა - Drakula | 08 აგვ. 2011, 19:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|