სპორტი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ 22 იანვარს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ 22 იანვარს. ეს საკითხი განიხილეს დღეს ფედერაციის სხდომაზე. არჩევნების 22 იანვარს ჩატარების ინიციატივით გამოვიდა ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა. ,,იქიდან გამომდინარე, რომ თებერვალი და მარტი ძლიერ დატვირთული პერიოდია, 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს მეგობრულ შეხვედრას, 12 თებერვალს გაგრძელდება ეროვნული ჩემპიონატი, ხოლო მარტში იგეგემება უეფას საპრეზიდენტო არჩევნები, აგრეთვე ეროვნული ნაკრების შესარჩევი მატჩები, ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას კი უნდა ჰქონდეს სამოქმედო დრო", - აღნიშნა სიჭინავამ. მან კიდევ ერთხელ განმარტა - მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას არჩევნებში - იგი გადაწყვეტს რეგიონალურ ფედერაციასთან კონსულტაციის შემდეგ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_770.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 დეკ. 2010, 19:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.