| სპორტი: რაგბი: საქართველო - აშშ 19 : 17 | | საქართველოს ამბები |
საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ თამაშში 19-ით 17 დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები.
მართალია, ქართველი მორაგბეების წარმატებული თამაშით განებივრებულია ქართველი გულშემატკივარი, მაგრამ მაინც ასეთ სიამოვნებას ბევრი ალბათ არ ელოდა თამაშისგან.
შეჯიბრება ამერიკული გუნდის გარკვეული უპირატესობით წარიმართა და თამაშის ძირითადი დრო ანგარიშშიც მათი უპირატესობით მიმდინარეობდა.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართველი მორაგბეები ბეტონის კედელს დაეჯახნენ. მთელი თამაშის განმავლობაში ამერიკელების დაცვის ხაზის ვერცერთი ღირებული გარღვევა ვერ მოხერხდა. თამაშის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე, როცა ანგარიში გახლდათ 12:17 ამერიკელების სასარგებლოდ, თამაში დაფუძნდა ამერიკელთა ლელოს ჩათვლის მისადგომებთან, მაგრამ ქართველების ყველა წამოწყება კვლავ ვერ აღწევდა შედეგს. თუმცა ბოლო წამებზე ქართველმა მორაგბეებმა მაინც მოახერხეს მოწინააღმდეგის "კედლის განგრევა" და ლელოს დადება. ანგარიში გათანაბრდა 17:17. გარდასახვა შესრულდა უკვე დასრულებული თამაშისფონზე. ზუსტი შესრულება... და უზომო სიხარული ქართველი გულშემატკივრებისა.
საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა 19: 17 ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ.
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_489.html
|
განათავსა - admin | 27 ნოემ. 2010, 12:13 | ახალი ამბები »
|
|
|
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.