გარემო: საქართველოს აგრძელებს მუშაობას კლიმატის ცვლილების გავლენის ანგარიშზე | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს აგრძელებს მუშაობას კლიმატის ცვლილების გავლენის ანგარიშზე და მასზე მავნე ზეგავლენის შემცირების გზებზე. რიგით მესამე ანგარიში გამოქვეყნებული იქნება კლიმატის ცვლილებებზე 2013 წელს გაეროს კონვენციის ჩარჩოს ფარგლებში. ანგარიშზე მუშაობა მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით(UNDP). პარასკევს, გაეროს განვითარების პროგრამამ და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა სამი წლიანი ბიუჯეტის ინიციატივას, რომლის ღირებულებაა 580 ათასი დოლარი. დოკუმენტში, რომელიც დაფუძნებული იქნება კვლევის შედეგებზე აისახება კლიმატის ცვლილების პოტენციური რისკები და შემარბილებელი ღონისძიებების ანალიზი, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების ადაპტაციას. გარდა ამისა, დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება თბური ეფექტის გამომწვევი მიზეზების განახლებული სია და მისი შემცირების სტრატეგია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4240.html
| |||
განათავსა - tekla | 15 იან. 2012, 20:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.