სპორტი: საქართველოში წლის საუკეთესო სპორტსმენად მამუკა გორგოძე დასახელდა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გასული სპორტული სეზონის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. როგორც მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმს განაცხადა, „2011 წელი ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული იყო, თუმცა 2012 კიდევ უფრო წარმატებული უნდა იყოს“. „მიმდინარე წელს საქართველოში 1734 სპორტული შეჯიბრი გაიმართა, რომლებშიც 124 236 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 12 საუკეთესოთა შორის დასახელდნენ. ასევე აუცილებელია აღინიშნოს საქართველოს რეგბის ნაკრების წარმატებული გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმდინარე წელს. არანაკლებ წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი მშვილდით მსროლელნი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, სამბისტები, ძიუდოისტები, არმრესტლერები. შედეგად წარმატებული წელი გამოვიდა, თუმცა 2012 წელს ჩვენ მეტი ჯილდოს მოპოვებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ვარძელაშვილმა. გუშინ, 28 დეკემბერს, გამართულ ღონისძიებაზე დასახელდნენ საუკეთესო სპორტსმენები რვა ნომინაციაში. წლის საუკეთესო სპორტსმენად რეგბისტი მამუკა გორგოძე დასახელდა; საუკეთესო გუნდის ტიტული საქართველოს კალათბურთის ნაკრებს მიენიჭა; საუკეთესო ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენის ჯილდო ვლადიმერ ხიმჩეგაშვილს გადაეცა; წლის პარასპორტსმენად ნიკოლოზ თვაური დასახელდა, რომელმაც არაოლიმპიურ შეჯიბრში, ცურვის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა. ასევე დასახელდნენ 2011 წლის საუკეთესო მსაჯები და სპორტული მენეჯერები, ასევე სპორტსმენები, რომლებმაც სპორტის 10 სახეობაში საუკეთესო შედეგები მიიღეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4237.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.