საზოგადოება: ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ გვერდზე ასევე განთავსებულია შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყარამანაშვილი 1971 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა. სხვა ინფორმაცია ამ პიროვნებისა და საქმიანობის შესახებ ცნობილი არ არის. ყარამანაშვილი ტელეკომპანიის მფლობელის სახით საჯარო რეესტრში 2011 წლის დეკემბრიდან ფიქსირდება. 2010 წლის მარტის მონაცემებით, ტელეკომპანიის მფლობელები იყვნენ კომპანიები „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (30%) და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „დეგსონ ლიმიტედი“ (70%). ინფორმაცია ტელეკომპანიის მფლობელების შესახებ 2011 წლის აპრილში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისად გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ოფშორებში დარეგისტრირებული პირებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა აკრძალული იყო. გარდა ამისა, შესწორებებით ყველა ტელეკომპანიას 2012 წლის 1 იავნრამდე მფლობელების შესახებ მონაცემთა გამოქვეყნება დაევალა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4231.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:46 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.