პოლიტიკა: მინაშვილი: პარტიების შეზღუდვები სიტყვის თავისუფლებას არ შეეწინააღდეგება | საქართველოს ამბები | ||
პარტიებთან დაკავშირებულ პირებზე შეზღუდვები ისე გავრცელდება, რომ არ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება. ამის შესახებ დღეს, 28 დეკემბერს, გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილებების კანონპროექტის განხილვის დროს მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. საკითხი კანონპროექტის იმ სტატიას ეხება, რომლითაც შეზღუდვები იმ პირებზეც ვრცელდება, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები და ამოცანები აქვთ გამოცხადებული, ასევე მათი ოჯახებისა და მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებზე. მინაშვილის განცხადებით, პროექტში დაზუსტებული იქნება, რომ შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ პირის მიერ დაფიქსირებულ პოლიტიკურ მიზნებში წინასაარჩევნო მიზნები იქნება გამოვლენილი. ასევე დაკონკრეტებული იქნება, რომ ოჯახების წევრებსა და თანამშრომლებზე შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ისინი ამ პირის წინასაარჩევნო მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პროექტში ასახული უნდა იყოს, რომ ინიციატივა სიტყვის თავისუფლებას არ ზღუდავს და შეზღუდვები ორგანიზაციების სამოქალაქო აქტიურობების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4229.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.