ეკონომიკა: ქობალია: ელექტრომობილების ჩამოყვანის პროექტი ობიექტური მიზეზების გამო დროებით შეჩერებულია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში ელექტრომობილების ჩამოყვანა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ელექტრომობილების ჩამოყვანის პროექტი დროებით შეჩერდა, რისი მიზეზიც მწარმოებელი კომპანიების გაყიდვების შეჩერება გახდა. „თავად კომპანიამ, რომელიც მანქანების აწარმოებდა, გაყიდვები შეაჩერა, ვინაიდან ფასის შესახებ შეთანხმება ვერ შეძლო“, - განაცხადა მან. ქობალიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების ჩამოყვანა, ერთი მხრივ, კარგად იმოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, - ნავთობპროდუქტების შესყიდვებს შეამცირებს. მინისტრის თქმით, ბრენდ „მწვანე საქართველოს“ ფორმირებას მისი უწყებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მთავრობის გეგმის თანახმად, საქართველოში პირველი ელექტრომობილების ჩამოყვანა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4200.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.