პოლიტიკა: სააკაშვილი: რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების ძალიან დიდი და პრაგმატულიინტერესიაქვს | საქართველოს ამბები | ||
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით დაინტერესებულია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრაზილიურ გამოცემა „Folha“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის რუსული თარგმანიც მოყვანილია საიტზე InoSMI.ru. პრეზიდენტის თქმით, ამაზე მეტყველებს მოსკოვის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევა და რუსეთის ზემოხსენებულ ინტერესს პრაგმატულობით ხსნის. „მოლაპარაკებების მსვლელობაში არც ერთხელ გამოსულან ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობისთვის. მათ იციან, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში ოსები 10 000-ზე ნაკლები ადამიანია. აფხაზეთის მოსახლეობა იმის 20%-ს შეადგენს, რაც ომამდე იყო. ეს ძირითადად დაცარიელებული რეგიონია მოსახლეობის გარეშე, რომელსაც რუსეთისთვის ძალიან პატარა მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ იმის დემონსტრაციისთვის არის საჭირო, რომ ისინი ამ რეგიონში ძლიერები არიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სააკაშვილის აზრით, დამოუკიდებელი საქართველოს ნებისმიერი ლიდერი რუსეთის ხელმძღვანელობისათვის პრობლემა იქნება. „მაგრამ მე ყველაზე სერიოზული პრობლემა გავხდი, იმიტომ რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები განახორციელა“, - შენიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4192.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.