ეკონომიკა: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკ „ქართუს“ შემოწმების ვადა გაახანგრძლივა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაში მყოფ ბანკ „ქართუს“ შემოწმების ვადა ორი თვით გაახანგრძლივა. ეს ინფორმაცია რადიო „კომერსანტს“ „ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა დაუდასტურა, თუმცა განაცხადა, რომ არავის მოუცია განმარტებები იმის თაობაზე, თუ რატომ გაკეთდა ეს. ჯავახიშვილის თქმით, 11 თვის შედეგებით ბანკ „ქართუმ“ 14 მლნ ლარის ოდენობის მოგება მიიღო, თუმცა უპერსპექტიულო კრედიტების მოცულობა უკვე 70 მლნ-ს, ანუ საკრედიტო პორტფელის 20%-ს შეადგენს. მან აღნიშნა, რომ როდესაც დადგება უპერსპექტიულო კრედიტების ჩამოწერის დრო, ეს ბანკს ძლიერ დარტყმას მიაყენებს. საქართველოს ეროვნული ბანკი ბანკ „ქართუში“ ინსპექციით მას მერე შემოვიდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა და ბანკის ტოპ-მენეჯერთა სრული შემადგენლობა გადადგა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4189.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.