ეკონომიკა: გვინდაძე: საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ყველა პირობა არსებობს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ყველა პირობა არსებობს, მიაჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს. ამის შესახებ მან გუშინ, 21 დეკემბერს, პარლამენტში, ბიზნეს-საბჭოს გაფართოებული სხდომის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრაზე ჩვენ 2012 წლის საბიუჯეტო პოლიტიკა და ის მოკლევადიანი მაკროეკონომიკური პარამეტრები განვიხილეთ, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს“, - თქვა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ ბიზნესმენებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გამარტივებისთვის ტარდება. „ჩვენ დავარწმუნეთ ბიზნესმენები, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ყველა პირობა არსებობს“, - განაცხადა მან. ბიზნეს-სხდომის სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4188.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.