პოლიტიკა: ბაქრაძე: საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რიცხვის გაზრდა საუკეთესო გამოსავალი არარის | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა რიცხვის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვა ბიძინა ივანიშვილის ფაქტს არანაირად არ უკავშირდება, ირწმუნება პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე, იუწყება “GHN“. „რიცხვის გაზრდა თვითმიზანს არ წარმოადგენს და ეს ერთ-ერთი გზაა, რომელიც ოპოზიციას ამტკიცებდა, და ამას არც ერთ სხვა ფაქტს არ ვუკავშირებ“, - თქვა ბაქრაძემ დღეს, 19 დეკემბერს, პარლამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მან განმარტა, რომ დეპუტატთა რიცხვის გაზრდის მოტივაცია, პირველ რიგში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით არის გამოწვეული, რომელიც საამომრჩევლო ადგილების სიდიდის განსხვავებას უკავშირდება. „კომისიის რეკომენდაცია იყო დიდი ოლქების გაყოფა ორ ოლქად და სწორედ ამის გამო ხდებოდა მაჟორიტართა რიცხვი 83-მდე გაზრდა. ამის პარალელურად, ვინაიდან ოპოზიციას მიაჩნდა, რომ მაჟორატირული ოლქები, პირველ რიგში, დიდ პარტიებს, მათ შორის სამთავრობო პარტიას, აწყობდა, მათი მოთხოვნით, პარალელურად გაიზარდა პარტიული სია დიდი დისპროპორციის მიხედვით, რაც საშუალებას მისცემდა ოპოზიციური პარტიების დიდ რიცხვს, პარლამენტში მოხვედრილიყო“, - თქვა სპიკერმა. ამასთან ერთად, მისი შეფასებით, დეპუტატთა რიცხვის გაზრდა საუკეთესო გამოსავალი არ არის. „თუ ჩემი პირადი პოზიცია გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ რაოდენობის გაზრდა საუკეთესო გამოსავალი არ არის. მეტიც, უკეთესია ოპოზიციის ფუნქციების გაძლიერება მომავალ პარლამენტში“, - აღნიშნა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4182.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2011, 18:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.