საზოგადოება: სააკაშვილმა 2012 წელი გურიის წელიწადად გამოაცხადა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „პირველი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს არის მთელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გურიაში. ყველგან უნდა იყოს კარგი გზები, გაყვანილ უნდა იქნას გაზი, უნდა მოწესრიგდეს წყლის მომარაგება“, - თქვა მან. მეორე ეტაპი ტურიზმის განვითარებაა და ამ თვალსაზრისით დაიწყება ურეკის წესრიგში მოყვანა. ასევე დაიწყება კურორტ ბახმაროს რეაბილიტაცია. „როგორც კი თოვლი დნობას დაიწყებს, მუშაობას შევუდგებით. ბახმაროს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე ზაფხულში დასრულდება“, - თქვა პრეზიდენტმა. გურიის განვითარების მესამე ეტაპად სააკაშვილმა კადრების გადამზადება და მომზადება განსაზღვრა. ამ მიზნით ოზურგეთში გაიხსნება გადამზადების რეგიონალური ცენტრი, რომელშიც ყველა ასაკის ადამიანი ახალი პროფესიების ათვისებას შეძლებს. „უახლოეს მომავალში აქ ისეთი მშენებლობა, მათ შორის ახალი ქალაქ ლაზიკას მშენებლობა დაიწყება, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტი გაჩნდება“, - თქვა სააკაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4172.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2011, 18:30 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.