მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველოში გაყიდვების მიხედვით Hewlett-Packard-ის კომპიუტერები ლიდერობს | საქართველოს ამბები | ||
ჩინურ კომპანია Lenovo-ს წარმოების პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც იზრდება. გლობალურ ბაზარზე პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მოცულობის მიხედვით, აღნიშნულმა კომპანიამ Dell-ს გაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა. მისი ხელმძღვანელების განცხადებით, კომპანია გეგმავს პირველობა კომპანია Hewlett-Packard-საც ჩამოართვას, რომელიც ბაზრის ლიდერია. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე კი გაყიდვების თვალსაზრისით Lenovo ჯერჯერობით ლიდერთა სამეულს ასრულებს. როგორც „გოუ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელმა ზაქარია მამულაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური კომპიუტერების ფასი შედარებით მაღალია, გაყიდვების მხრივ Hewlett-Packard-ის პროდუქცია მაინც ლიდერობს. მას მოსდევენ Dell და Lenovo. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4168.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 დეკ. 2011, 18:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.