ეს საინტერესოა: ადამიანმა-მაგნიტმა მარნეულიდან საქართველოს ტექუნივერსიტეტში მსოფლიო რეკორდი დაამყარა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ადამიანი-მაგნიტის სხეულს (ასე ეძახიან 41 წლის აზერბაიჯანელ ეტიბარ ელჩიევს) 106 კგ ლითონი მიეკრო, იუწყება “GHN“. მარნეულის მაცხოვრებელმა გააუმჯობესა კანადელ აარონ ქეისის რეკორდი, რომელმაც სხეულზე 17 კოვზი მიიკრო, ელჩიევმა კი - 50 კოვზი. ამას გარდა, მან ავტომანქანის კაპოტზე, რომლის წონაც 14 კგ გახლდათ, 92 კგ წონის მქონე ადამიანი დააჯინა და ხელების დაუხმარებლად, სხეულის საშუალებით ტვირთი 26.93 წამის განმავლობაში ეკავა. ელჩიევის რეკორდი საქართველოში გინესის წიგნის წარმმადგენელმა შოთა კელდიშვილმაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მასალა კომისიას ორ კვირაში გაეგზავნება. პასუხის მიღების შემდეგ, ცნობილი გახდება, მოხვდება თუ არა ეს რეკორდი გინესის წიგნში. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4165.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2011, 20:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.