საზოგადოება: დასახელდა ევროპის სახელმწიფო ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით | მსოფლიოს ამბები | ||
ევროპის სტატისტიკურმა სააგენტომ (ევროსტატმა) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ცხოვრების ყველაზე მაღალი დონის მქონე ევროკავშირის ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი ლუქსემბურგმა დაიკავა, მას მოსდევს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ავსტრია. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Telegraph. ლუქსემბურგში ცხოვრების დონე 50%-ით მეტია, ვიდრე საშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებში. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 21%-ს შეადგენს. რეიტინგის შედგენისას მთავარი კრიტერიუმი იყო მოსახლეობის ხარჯების დონე ინდივიდუალურ მოხმარებაზე, მათ შორის საქონელსა და მომსახურებებზე, რომელბსაც მოქალაქეები იყენებდნენ მიუხედავად იმისა, იხდიდნენ თავად თუ ამას სახელმწიფო აკეთებდა. ამდაგვარად, დიდ ბრიტანეთმა მეორე ადგილი იმის ხარჯზე დაიკავა, რომ ისეთ სოციალურ მომსახურებებს, როგორებიცაა ჯანდაცვა და განათლება, ძირითადად, სახელმწიფო იხდის. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4160.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2011, 20:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.