პოლიტიკა: სააკაშვილი: „ის, რასაც ევროპარლამენტისგან ვიღებთ, მართლაც ახდენილ ოცნებას ჰგავს“ | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ამ შემთხვევაში, როგორც მგონია, დონალდ ტუსკი იყო კომპოზიტორი და მის შემდეგ ეს შესანიშნავი კომპოზიცია აჟღერდა“, - განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ამ ორგანიზაციის წევრად გახდომის შანსს იღებს. „ის, რასაც ამ ორგანიზაციისაგან ვიღებთ, მართლაც ახდენილ ოცნებას ჰგავს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ასევე გაიხსენა ევროდეპუტატი, რომელიც ცოტახნის წინ საქართველოს შესახებ მიღებული დადგენილების ავტორი გახლავთ. მხარდაჭერისთვის სააკაშვილმა კშიშტოფ ლესეკს ევროპელი გმირი უწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპასთან. „საუკუნეების განმავლობაში საქართველო ევროპისკენ მიისწრაფოდა, ახლა კი ამ მიზანს შეგვიძლია მივაღწიოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4159.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2011, 20:09 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.