საზოგადოება: საქართველოში შეიცვალა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების პრეფიქსი | საქართველოს ამბები | ||
მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან საქართველოს ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში პრეფიქსი „8“ შეიცვალა „0“-ზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 14 დეკემბრიდან ასევე მოქმედებას დაიწყებს ეროვნული და საერთაშორისო პრეფიქსი „00“. შეიცვლება იმ ოპერატორთა კოდებიც, რომლებიც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ზარებს უზრუნველყოფს. ამგვარად, 8XX-ის ნაცვლად იქნება კოდი 10XX. მაგალითად: 8-07 იცვლება 10-07-ზე, 8-10 10-10-ზე, 8-16 10-16-ზე და ა. შ. ნომრის აკრეფის წესები სატელეფონი კავშირის დასამყარებლად უცვლელი რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ სატელეფონო კავშირის ძველი პრეფიქსები და ოპერატორთა კოდები ახლების პარალელურად 2012 წლის 11 იანვრამდე იმოქმედებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4158.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2011, 20:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.