ეკონომიკა: 2010 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზრის მოცულობამ 43-47 მილიონი დოლარი შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სატელევიზიო რეკლამაზე ყველაზე მეტი ფული კომპანია „პროქტერ ენდ გემბელმა“ დახარჯა - ასეთი მონაცემებია წარმოდგენილი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოხსენებაში, რომელიც „AGB-საქართველოს“ ინფორმაციაზე მინიშნებით არის მომზადებული. მეორე ადგილზეა „ჯეოსელი“, ხოლო მესამეზე - კომპანია „კრაფტი“. ათეულში ასევე შედიან „მაგთიკომი“, „საქართველოს ბანკი“, „მობიტელი“, „ლუდსახარში ნატახტარი“, „თი-ბი-სი ბანკი“, „სილქნეტი“ და „მარსი“. ანგარიში 2011 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდს ეხება. კონკრეტული მონაცემები კომპანიების მიერ დახარჯული თანხების შესახებ წარმოდგენილი არ არის. ამასთან ერთად, ირკვევა, რომ 2010 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზრის მოცულობამ 43-47 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის ტელევიზიების წილმა 78 პროცენტი შეადგინა. სატელევიზიო რეკლამის დიდი ნაწილი მოდიოდა ტელეკომპანიებზე „იმედი“ (31.56%) და „რუსთავი 2“ (28/88%), რომლებიც ერთობლივად ბაზრის 60 პროცენტს აკონტროლებდნენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4151.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2011, 19:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.