პოლიტიკა: ბაღაშვილი: ქვეყანაში წონასწორობისთვის ყოველთვის უნდა იყოს ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა | საქართველოს ამბები | ||
კომპოზიტორ ჯემალ ბაღაშვილის თქმით, ქვეყანაში წონასწორობისთვის ყოველთვის უნდა არსებობდეს ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა და იგი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოძრაობის სახით გაჩნდა. „წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს ან არ გააკეთებს თავის მაქსიმუმს ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებებისთვის სწორედ ასეთ საპირწონედ ვხედავ“, - განუცხადა ჯემალ ბაღაშვილმა ჟურნალისტებს მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ლიდერთა არჩევა უნდა ისწავლოს და არჩევანი არა პიროვნული ქარიზმის, არამედ მათი პოლიტიკური პროგრამების მიხედვით უნდა კეთდებოდეს. „ჩვენ ლიდერის შეფასება უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ მისი ქარიზმის, არამედ იმ პროგრამის მიხედვითაც, რომელსაც იგი გვთავაზობს. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი არჩევანის მნიშვნელობის გათვითცნობიერება. სწორედ სამართლიანი არჩევნების პირობებში უნდა წარმოებდეს პოლიტიკური შეჯიბრი“, - განაცხადა ბაღაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4146.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 დეკ. 2011, 18:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.