სპორტი: ლადო ვარძელაშვილი: კალაძემ თავად არ იცის, სად სურს ყოფნა: ფეხბურთში თუ პოლიტიკაში | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ეროვნული ნაკრები არ არის ექს-პრემიერ ნოღაიდელის პარტია, უბრალოდ რომ ადგე და წახვიდე, მიაჩნია საქართველოს სპორტის მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, იუწყება “GHN“. „საზოგადოება თავად შეაფასებს კალაძის გუშინდელ გადაწყვეტილებას. ეროვნულ ნაკრებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის პრესტიჟულია და ფეხბურთელმა უნდა დაიმსახუროს ამ ნაკრებში თამაშის უფლება“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული პროცედურები, რომლებიც კალაძემ უნდა დაიცვას. მისი თქმით, იგი მთავარ მწვრთნელს უნდა შეხვედროდა, საქმის კურსში ჩაეყენებინა იგი და შეეთანხმებინა გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციასთან. „თუმცა ჩვენს ქვეყანაში არ არის პრობლემა იმისა, რომ ადამიანთა გარკვეულმა წრემ არ იცის, რა აკეთოს: ფეხბურთში იყოს თუ პოლიტიკაში წავიდეს“, - თქვა მინისტრმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4140.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 დეკ. 2011, 18:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.