პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: ვარდების რევოლუციამ საქართველოს მოსახლეობას იმედი გაუცრუა | საქართველოს ამბები | ||
მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, 2003 წლის ვარდების რევოლუციამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის იმედები არ გაამართლა, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ფილარმონიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე, იტყობინება “GHN“. „სამოქალაქო საზოგადოებრიობა უხეშად ჩამოშორებულია სახელმწიფო მართვისაგან. გაუქმებულია ადგილობრივი თვითმმართველობა. საამომრჩევლო ორგანოები მმართველ ელიტას ემსახურება. არაფრად აგდებენ ქვეყნის კონსტიტუციას, მისი გადაკეთების დამტკიცებული პრაქტიკა ყველა სამართლებრივ თუ მორალურ ჩარჩოს სცილდება“, - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, უკვე ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალე და არამიზანმიმართული ხარჯვები. „ელიტარული კორუფცია მეფობს. პრაქტიკულად ყველა სფეროში ადამიანის უფლებები ირღვევა. ციხეებში, არაადამიანურ პირობებში ათასობით პოლიტიკური პატიმარი, უდანაშაულო ადამიანი და მცირე დანაშაულებისთვის გასამართლებული ადამიანია გამოკეტილი. ხორციელდება ზეწოლა მათ ოჯახებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებები არჩევნებისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4138.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.