სპორტი: კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ნაკრებიდან მიდის | საქართველოს ამბები | ||
ცნობილი ფეხბურთელი კახი კალაძე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებიდან მიდის. ამის შესახებ მან დღეს, 11 დეკემბერს, მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომლის დამაარსებელიც ბიძინა ივანიშვილია, იტყობინება “GHN“. კალაძემ მადლობა გადაუხადა გუნდის ყველა მოთამაშეს, მწვრთნელსა და თავის გულშემატკივრებს, რომლებიც 15 წლის გამავლობაში მის გვერდით იმყოფებოდნენ. მან ასევე კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში „ერთი მატჩისთვის“, რომლის დროსაც მისი შეცდომის გამო გუნდმა წააგო. „საქართველოს ნაკრებში 83 მატჩი ჩავატარე, მაგრამ ერთის გამო განსაკუთრებით ვწუხვარ, მან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შემთხვევით მოხდა. მაგრამ მაინც ბოდიში მინდა მოვიხადო გულშემატკივრების წინაშე“, - თქვა მან. ამას გარდა, ქართველმა ფეხბურთელმა ისურვა, რომ სხვა ადამიანებმაც მოიხადონ ბოდიში. „მე კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს და კარგი იქნებოდა, იმ ადამიანებსაც მოეხადათ ბოდიში, რომლებიც საქართველოს ისტორიაში „ავტოგოლებით“ მოდიან“, - თქვა ფეხბურთელმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4137.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.