საზოგადოება: ავღანეთში ტერაქტების მსხვერპლი 80 ადამიანი გახდა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() „ციფრები, რომლებიც ამ დილით მივიღე, (აჩვენებს, რომ) 80 ადამიანი დაიღუპა“, - თქვა კარზაიმ. სამშაბათს, 6 დეკემბერს, ტერორისტმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ შიიტურ ტაძართან საკუთარი თავი ააფეთქა. კიდევ ერთი ტერაქტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაზარი-შარიფში მოხდა, სადაც მეჩეთის გვერდით ველოსიპედზე მიმაგრებული ბომბი აფეთქდა. დაჭრილთა რიცხვმა 150 ადამიანს გადააჭარბა. ორმაგი ტერაქტი აშურას შემთხვევის სამგლოვიარო ცერემონიების პერიოდში მოხდა. აშურა გახლავთ იმამ ჰუსეინის მკვლელობის მორიგი წლისთავი. შიიტები ჰუსეინს მიიჩნევენ როგორც წამებულს. რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ აფეთქებებთან დაკავშირებული არ არის. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4135.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:08 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.