aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 პოლიტიკა: ჯონ ბასი: საქართველოს მომავალი არჩევნები საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ჩვენ მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელიმე კანდიდატს ან პარტიას მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ და მუშაობას გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ხალხთან თავისუფლების მისაღწევად, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ვიდეომიმართვაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. „შემდეგი ორი წელი ქართული ხალხისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა კიდევ უფრო დემოკრატიული, პლურალისტიკური და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობაში ჩაერთოს. მხოლოდ მთავრობები ძლიერ დემოკრატიას, ზრდად ეკონომიკასა ან სტაბილურ საზოგადოებას ვერ ააშენებენ. თავად ხალხი ირჩევს ოფიციალურ პირებს, მათ პასუხისმგებლობას აკისრებს საამომრჩევლო ურნის მეშვეობით, ეს პირები კი მათ თავისუფლებას იცავენ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ამერიკელი დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ხალხის დაინტერესებულობა მომავალ არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით მაღალი იქნება.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად პოლიტიკური დაკავშირებულობისა და ეთნიკური წარმოშობისა, სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება აქვს. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყველა ქართველს ჯანსაღი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის საქმეში წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, რომ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ მომავალ არჩევნებში და თქვენ ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური როლი გექნებათ იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი ოცნება უკეთესი მომავლისა თქვენი ბავშვებისა და თანამოქალაქეებისათვის“, - თქვა ბასმა.

ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე საუბრისას, ამერიკელმა ელჩმა აღნიშნა, რომ ისინი ყველა ქვეყანაში უნდა იყოს დაცული.

„ადამიანების გონებასა და სულში ღრმად დევს რწმენა იმისა, რომ თითოეულ ადამიანს „უფლება“ აქვს. ამ უფლებების დაცვა მხოლოდ ამერიკული მემკვიდრეობა როდია. ეს მთელ მსოფლიოში ნებისმიერი მამაკაცის, ქალის ან ბავშვის უფლებაა დაბადებიდანვე. ქართველებმა ამ თავისუფლების მნიშვნელობა იციან. ამ ქვეყნის მრავალმა მოქალაქემ კარგად იცის, რას ნიშნავს, როდესაც ძირითად უფლებებს გართმევენ, იციან, რას ნიშნავს ცხოვრება თავისუფლების გარეშე. დღეს ძალიან ბევრ ქართველს თავის სახლებში დაბრუნება, საკუთარ რეგიონში თავისი უფლებების გამოყენება არ შეუძლია. ჩემთვის აშკარაა, რომ ქართველები ამ თავისუფლების ერთგულები რჩებიან და ამაში თქვენ აშშ-ის მხარდაჭერა გაქვთ“, - აღნიშნა ბასმა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4129.html
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:05 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ჯონ ბასი: საქართველოს მომავალი არჩევნები საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian