ეკონომიკა: ავიაკომპანიებს უზარმაზარი ზარალი უწინასწარმეტყველეს | მსოფლიოს ამბები | ||
2012 წელს მსოფლიო ავიაკომპანიების ზარალი შესაძლოა რვა მილიარდ დოლარს მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სავალო კრიზისს ვერ დაძლევს. ავიადარგის განვითარების ასეთი პროგნოზი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) თავის საიტზე გამოაქვეყნა. ასოციაციამ 2012 წლის მოგების პროგნოზი მოვლენების განვითარების ზომიერი სცენარისთვისაც კი შეამცირა - 4.9-დან 3.5 მილიარდ დოლარამდე. IATA-ს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ევროპის საბანკო სექტორის კრიზისის თავიდან არიდება მოხერხდება, ევროზონა მაინც აღმოჩნდება რეცესიაში. ამასთან, მოლოდინი საწვავის ფასების მიხედვით უწინდელი დარჩა - ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ გაისად გადამტვირთავებს ნავთზე მოუწევთ 198 მილიარდი დოლარის დახარჯვა 618 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთო ამონაგების პირობებში. პროგნოზი გაანგარიშებულია ერთ ბარელზე 99 დოლარის ოდენობის ნავთის ფასების საფუძველზე. 2011 წლის მოგების პროგნოზი IATA-მ ამჯერად უცვლელი დატოვა - 6.9 მილიარდი დოლარი. წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ იგი ორჯერ შეცვალა - თავიდან 8.6-დან 4 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, შემდეგ კი 6.9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. პირველ შემთხვევაში ცვლილებები იაპონიაში მომხდარი მიწისძვრითა და ცუნამით და „არაბული გასაფხულის“ შედეგებით, ხოლო მეორე შემთხვევაში - მგზავრთა ნაკადის ზრდით იყო გამოწვეული. შარშან ავიაკომპანიების მოგებამ 16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კრიზისულ 2009 წელს გადამტვირთავების ზარალმა რეკორდული 9.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4106.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.