პოლიტიკა: ობამამ თავისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი თემა აირჩია | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() როგორც პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, ამჟამად წყდება საკითხი იმაზე, იქნება თუ არა ამერიკა ქვეყანა, სადაც ადამიანები საკმარისი ფულის შოვნას შეძლებენ თავიანთი ოჯახებისთვის, მცირე დანაზოგების შესაქმნელად, სახლის შესაძენად და საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად პენსიაზე გასვლის შემდეგ. როგორც The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ხაზგასმული, ობამამ თავისი სიტყვა პატარა ქალაქ ოსავატომში წარმოთქვა, სადაც 1910 წელს ექს-პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი სახელმწიფო როლთან დაკავშირებით თავისი შეხედულებების მოსაყოლად გამოვიდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მსხვილი ბიზნესის სიძუნწისაგან უბრალო ამერიკელთა დაცვა მხოლოდ ძლიერ ცენტრალურ მთავრობას შეუძლია. კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტობის პრეტენზია აქვთ რესპუბლიკური პარტიიდან, პირიქით, ფედერალური მთავრობის უფლემოსილების შემცირების განზრახვის შესახებ აცხადებენ. აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო მმართველობის მონაცემებით, იმ ამერიკელთა ერთმა პროცენტმა, რომლებიც ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან, ბოლო 30 წლის განმავლობაში თავიანთი წილი ეროვნულ შემოსავალში გააორმაგეს. იგი 8-დან 17 პროცენტამდე გაიზარდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4104.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:32 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.