პოლიტიკა: ჯონდი ბაღათურია: საქართველოს ხელისუფლებებს გიგანტომანია აქვთ | საქართველოს ამბები | ||
ოპოზიციურ დეპუტატს, „ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებებს გიგანტომანია აქვთ და მოუწოდებს ქვეყნის ხელმძღვანელობას, შეანელოს თავისი ფანტაზიები, იტყობინება “GHN“. პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ კომენტარი გაუკეთა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ახალი ქალაქის - ლაზიკას აშენების შესახებ. მისი აზრით, ეს ხელისუფლებათა ახალი ფანტაზიაა, რომლის განხორციელებისთვისაც მილიონები დაიხარჯება. „ბარონი მიუნჰაუზენი მახსენდება, რომელიც ჭაობიდან ამოვიდა, რომელშიც ცხენთან ერთად ჩავარდა. ამგვარი ფანტაზიებით ვერც თქვენ და ვერც პრეზიდენტი ქვეყანას ჭაობიდან ვერ ამოიყვანთ. აშკარაა, რომ სახელმწიფო სოციალური კოლაფსისკენ მიემართება. შეაჩერეთ ეს გიგანტომანია“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. მან მოუწოდა ლაზიკის აშენების სახსრები ქვეყნის მოქალაქეთა პრობლემების გადაჭრაზე მიმართონ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4095.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.