ეკონომიკა: ფრანგების მოსაზრება ევროზონის შესახებ გაიყო | მსოფლიოს ამბები | ||
ფრანგების ერთ მესამედზე მეტი ევროზე უარის თქმასა და ქვეყნის ვალუტის სახით ფრანკის დაბრუნებას ისურვებდა, აქვეყნებს გაზეთი Le Mondeსააგენტო Ipsos-ის გამოკითხვის მონაცემებს. ფრანგების მიერ ევროვალუტით უკმაყოფილება მას მერე გაიზარდა, რაც ევროზონის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო ვალის კრიზისი მოხდა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 36% ფრანკის დაბრუნებას ისურვებდა. სამაგიეროდ 60%-მა განაცხადა, რომ საფრანგეთი ევროზონაში უნდა დარჩეს. და ბოლოს, 4%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა. ამას გარდა, გამოკითხვის მონაწილეთა 45%-ს მიაჩნია, რომ ევროს გამოყენება მათი ქვეყნის განვითარებისათვის „ხარვეზს“ წარმოადგენს. საპირისპირო მოსაზრებას რესპონდენტთა 34% ემხრობა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4089.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.