პოლიტიკა: ხუხაშვილი: „პოლიტიკური სადაზღვევო სისტემის პირობებში საავადმყოფოების გახსნა სიტუაციას დაძაბავს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „საერთოდ, თანამედროვე სტანდარტების მქონე საავადმყოფოები ძალიან კარგია, თუმცა ადამიანები ამ საავადმყოფოების მომსახურებებით სარგებლობას ვერ შეძლებენ, რამდენადაც ისინი ძალიან ძვირადღირებულია. მე ხელმოკლე პიროვნება არა ვარ, მაგრამ ჩემთვის საკუთარი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება რთულია. წარმოიდგინეთ, როგორ ვითარებაში იმყოფებიან ხელმოკლე ადამიანები?! საერთოდ, მსოფლიოში სამედიცინო მომსახურება საკმაოდ ძვირია, მაგრამ დასავლეთში ქმედითი სადაზღვევო სისტემა არსებობს, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ. ჩვენ კი საქმე აბსურდულ პოლიტიკურ დაზღვევასთან გვაქვს, რომელიც უფრო მეტად წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენება, ვიდრე მოსახლეობის ჯანდაცვის პრობლემის გადასაჭრელად“, - აცხადებს ექსპერტი. მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური სიტუაციის ფონზე, როდესაც ადამიანებს ცხოვრებისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები არა აქვთ, პრეზიდენტის განცხადება ახალი ქალაქების აშენების შესახებ აუცილებლად უნდა გახდეს ფსიქიატრების მიერ განსახილველი თემა. „როდესაც ანონსი გაუკეთდა ახალი ქალაქის აშენებას, პრეზიდენტის გვერდით იდგნენ სამეგრელოს ყოფილი და ახალი გუბერნატორები. ამ განცხადების დროს მათ თვალებში აღშფოთება და შიში ამოვიკითხე. მათ თვალებში პასუხი ეწერა, რომელ ფაზისსა და ლაზიკაზე იყო საუბარი? რასაკვირველია, რთულია მშვიდად უსმინო ქვეყანაში ახალი ქალაქების აშენების შესახებ, როდესაც ქვეყანაში არსებული ქალაქები დანგრეულია და პურის გარეშეა დარჩენილი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4082.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:36 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.