საზოგადოება: საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში სიტუაციას უკეთესობისკენ შე | საქართველოს ამბები | ||
ბიძინა ივანიშვილის სახით საქართველოში ახალი ძალა მოვა, რომელიც ქვეყანაში სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის, მიაჩნია რესპონდენტთა 52.8%-ს, რომლებიც „პოლიტიკური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ გამოკითხა, იტყობინება “GHN“. გამოკითხულთა 23%-ს გაურთულდა პასუხის გაცემა შეკითხვაზე „რა იმედებს უკავშირებთა პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენას ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის?“, 16.1%-ს მიაჩნია, რომ ივანიშვილის მოსვლა ქვეყანაში არსებულ ვითარებას არ შეცვლის, ხოლო 8% ვარაუდობს, რომ ივანიშვილის მოსვლა ქვეყანაში სიტუაციას გააუარესებს. გამოკვლევა 11-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. სულ გამოკითხულ იქნა დაახლოებით 3 000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში, მათ შორის თბილისში. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4076.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.