საზოგადოება: თბილისის ცირკი 5 წლიანი უმოქმედობის შემდეგ ფუნქციონირებას დაიწყებს | საქართველოს ამბები | ||
5 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, თბილისის ცირკი ფუნქციონირებას დაიწყებს. როგორც გარდაცვილილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის დამ მზია თორთლაძემ განაცხადა, ცირკში სარემონტო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულდა. "პირველ ეტაპზე, შოუს ცირკის ქართველი არტისტები გახსნიან, ხოლო მომავალში კი სხვა ქვეყნის კოლექტივებიც იქნება მოწვეული,"-განაცხადა თორთლაძემ. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი თუ როგორ პირობებში დაიწყებს ცირკი მუშაობას და განხორციელდება თუ არა აქტიური სარეკლამო კამპანია. "ჩვენ გვსურს, რომ მან მთლიანი დატვირთვით დაიწყოს მუშაობა. ჩვენ გვინდა ბავშვებისათვის საახალწლო წარმოდგენა გავმართოთ. ამჟამად, ჩვენ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ,"-განაცხადა მზია თორთლაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის ცირკი 2003 წელს ქართველმა მილიონერმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძნა, თუმცა მას შემდეგ რაც მან ხელისუფლების მხარდაჭერა ვერ მიიღო, ცირკმა მუშაობა შეწყვიტა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4071.html
| |||
განათავსა - consul | 05 დეკ. 2011, 22:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.