პოლიტიკა: რუსეთის არჩევნები დემოკრატიისგან ძალიან შორსაა-წერეთელი | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი მიიჩნევს, რომ რუსეთის არჩევნები დემოკრატიისგან ძალიან შორსაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების შედეგები არჩევნებამდეა ცნობილი და ყველა მოვალეობა უკვე გადანაწილეობულია. რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები გუშინ შედგა. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი." "არჩევნებამდე შეთანხმდნენ თუ ვინ გახდებოდა პრეზიდენტი და ვინ პრემიერი და ასევე, ის თუ ვინ წავა პარლამენტში. "ერთიან რუსეთთან" ერთად სახელმწიფო დუმაში ხელისუფლებისადმი ლოალურად განწყობილი პარტიები შევა, რომლებიც თანამგზარვების სახით არიან შექნილნი,"-განაცხადა წერეთელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პუტინის საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელი ეტაპი იყო. "ეს საერთაშორისო საზოგადოებისადმი გაგზავნილი სიგნალია, რაც გულისხმობს იმას, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ხელისუფლება არ შეიცვლება,"-განაცხადა გიორგი წერეთელმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4068.html
| |||
განათავსა - consul | 05 დეკ. 2011, 22:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.