საზოგადოება: საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულებს სადღესასწაულო შეხვედრას მოუწყობენ | საქართველოს ამბები | ||
"ევროვიზია 2011" წლის გამარჯვებული ქართული ჯგუფი "CANDY-" დღეს, საქართველოში ბრუნდება. როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გვაცნობებს, გამარჯვებულებს ვაგზალზე ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდებიან. დღეს, კონკურსის გამარჯვებულებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი შეხვდება. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვეული, რომელიც ერევანში გაიმართა, ქართული ჯგუფი Candy გახდა. ქართველმა შემსრულებლებმა სიმღერით Candy Music 108 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, ჰოლანდიელმა შემსრულებელმა Rachel с სიმღერა " მე ვარ თინეიჯერიით" 103 ქულა დაგროვა და შესაბამისად, მეორე ადგილი დაიკავა. ბელორუსიელმა ახალგაზრდა მომღერალმა ლიდია ზაბოლოცკაიამ სიმღერა " სიკეთის ანგელოზებით" 99 ქულა მიიღო და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ფინალში სულ 13 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, როგორიცაა: რუსეთი, ლატვია, მოლდოვა, სომხეთი, ბულგარეთი, ლიტვა, უკრაინა, მაკედონია, ნიდერლანდები, ბელორუსია, შვეცია, საქართველო და ბელგია. საქართველო საბავშვო ევროვიზიაში უკვე მეხუთეჯერ იღებს მონაწილეობას. 2007 წელს, მარიამ რომელაშვილმა 4-ე ადგილი დაიკავა, 2008 წლეს ჯგუფი "ბზიკები" კონკურსის გამარჯვებულები გახდენენ, ხოლო 2009 წელს " პრინცესებმა" 6-ე ადგილი დაიკავეს, რაც შეეხება 2010 წელს, ევროვიზის კონკურსში საქართველო მარიამ კახელიშვილმა წარადგინა და 4-ე ადგილის მფლობელი გახდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4067.html
| |||
განათავსა - consul | 05 დეკ. 2011, 22:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.