პოლიტიკა: კოკოითი ულტიმატუმების წინააღმდეგია | საქართველოს ამბები | ||
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი არჩევნებში გამარჯვეული ოპოზიციის ლიდერის ულტიმატუმს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არ იღებს. მას შემდეგ, რაც მან არჩევნებში ხმა რუსეთის ფედერაციის დეპუტატებს მისცა, იგი არანაირი ულტიმატუმების მიღებას არ აპირებს. მისი თქმით, რეჟიმის ხელისუფლების შემდეგი ქმედებები მხოლოდ "კანონის ფარგლებში" განხორციელდება. 'სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება არ აპირებს არანაირი ულტიმატუმების მიღებას. ოპოზიცია და სხვა მოქალაქეები უფლებამოსლინი არიან თავიანთი შეხედულებები გამოთქვან, თუმცა რესპულიკაში ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდება. ამჟამად, კონსულტაციები ტარდება.დღეს, საღამოს,დიალოგი გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მიღებული და გაჟღერებული იქნება გადაწყვეტილება,"–განაცხადა ედუარდ კოკოითმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4064.html
| |||
განათავსა - consul | 05 დეკ. 2011, 22:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.