პოლიტიკა: სირიაში შეტაკებების შედეგად 20 ადამიანზე მეტი დაიღუპა | მსოფლიოს ამბები | ||
შაბათს, 3 დეკემბერს, ოპოზიციონერებსა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგულ სამხედროებს შორის განხორციელებული შეტაკების შედეგად, დაახლოებით 23 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ალ-არაბია" იუწყება. ყველაზე მასშტაბური შეტაკება ქალაქ იდლიბში მოხდა, სადაც სამხედროებთან ბრძოლის დროს 15 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სროლის დროს დაიღუპნენ, წერს Agence France-Presse. კიდევ შვიდი სამხედრო პირი და ხუთი ადამიანი ასადის მოწინააღმდეეგე გარდაიცვალა. იდლიბი- სირიის რევოლუციორი მოქმედებების ცენტრს წარმოადგენს. ოპოზიციონერთა გამოსვლები ქალაქ ჰომსში შედგა, სადაც დაახლოებით 5 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც სააგენტო აზუსტებს, ერთერთი მათგანი სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. ტალასში, დემონსტარნტებსა და სამხედროებს შორის გამართილი შეტაკებებისას კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუმა კი დაზიანება მიიღო. ვნებათაღელვა სირიაში, აბაშირ ასადმის გადადგომის მოთხოვნით, 2011 წლის დასაწყისში დაიწყო. ასადმა განაცხადა, რომ რეფორმების განხორციელბას დაიწყებდა, თუმცა ოპოზიციონერთა მთავარ მოთხოვნაზე-თანამდებობიდან გადამდგარიყო- უარი განაცხადა. პარასკევს, 2 დეკემბერს, გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭომ სირიის ხელისუფლების მოქმედებები გააკრიტიკა. გაეროს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში, შეტაკებების შედეგად დაახლოებით 4 ათასი ადამიანი დაიღუპა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4061.html
| |||
განათავსა - consul | 05 დეკ. 2011, 21:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.