პოლიტიკა: ჯიოევას "ინაგურაცია" 10 დეკემბერს შედგება | საქართველოს ამბები | ||
ოპოზიციური ლიდერის ალა ჯიოევას მომხრეებმა, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებენ, გადაწყვიტეს 10 დეკემბერს, ჯიოევას ინაგურაცია ჩაატარონ და დაახლოებით 17 ათასი ადამიანი შეკრიბონ. ამის შესახებ, "რია ნოვოტს" ჯიოევას შტაბის მეთაურმა მიხაილ ხანიკაევმა განუცხადა. "ხალხმა გადაწყვიტა თავისი ქვეყნის პრეზიდენტის ინაგურაცია გამართონ და ეს გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სახელმწიფოებრივი,"-განაცხადა ხანიკაევმა. მისი თქმით, ღონისძიება ქალაქის ერთერთ მოედანზე გაიმართება და თუ ერთ მოედანს გადაკეტავენ, მაშინ მეორეზე გადავინაცვლებთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება. ყველა ამომრჩეველი, რომელთა რიცხვი 17 ათასს შეადგნდა, უნდა გაერთიანდს და ჯიოევა თავიანთ პრეზიდენტად უნდა აღიარონ,"-განაცხადა სააგენტოს თანამესაუბრემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4059.html
| |||
განათავსა - consul | 05 დეკ. 2011, 21:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.