საზოგადოება: საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() შეგახსენებთ, რომ ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში ბათუმში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისათვის შვიდი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის მიცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მარტის ბოლოს თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და ფუქსს შვიდი თავისუფლების აღკვეთა, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ათასი ლარის (295 ათასი დოლარის) გადახდა, ხოლო ფრენკელს - ექვსნახევარი წელი პატიმრობა და 100 ათასი ლარის (60 ათასი დოლარის) გადახდა მიუსაჯა. 28 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. თავად ბიზნესმენები საკუთარ თავებს დამნაშავეებად არ აღიარებდნენ, ხოლო მათი დაცვა განაჩენს მეტისმეტად მკაცრად მიიჩნევდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4055.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 დეკ. 2011, 21:56 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.