პოლიტიკა: ბოკერია: რუსეთის მიერ ცხინვალში დახარჯული სახსრების გათვალისწინებით, ეს ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი უნდა იყოს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები ცხინვალის რეგიონში, ისინი მაინც არ არის ლეგიტიმური, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, საქართველოს პოზიცია ყველასათვის არის ცნობილი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია ის, რომ ცხინვალში ნებისმიერი არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება იმ პრობებში, როდესაც მანდ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და მოსახლეობა ძალით გაჰყავდათ თავისი სახლებიდან, ახლა კი ადგილი აქვს რუსულ ოკუპაციას. ბოკერიას თქმით, აშკარაა, რომ ცხინვალში მოსკოვის მხარდაჭერის მისაღებად ორ კლანს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. „მიუხედავად იმისა, რაც დავინახეთ, ეს ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან გვიჩვენებს, როგორი ტიპის კორუფცია და ქაოსია მანდ, სად ერევა რუსეთის ფედერაცია და როგორი დამწუხრებულობა მძვინვარებს დანარჩენ მოსახლეობას შორის არსებული მდგომარეობის თაობაზე“, - აღნიშნა ბოკერიამ. მისი თქმით, ვიღაცამ დათვალა ის სახსრები, რომლებიც რუსეთმა ცხინვალის რეგიონისთვის დახარჯა. „ზუსტი ციფრის დასახელება და შეცდომაში შეყვანა არ მსურს, მაგრამ ციფრები ფანტასტიური გამოვიდა. ეს ოკუპირებული რეგიონი ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი უნდა იყოს“, - აღნიშნა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4054.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 დეკ. 2011, 21:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.